1.  ნებისმიერ წევრს შეუძლია ბანკისაგან საკუთარი წევრობის გაწვევა ნებისმიერ დროს, ბანკის სათავო ოფისისთვის წერილობითი შეტყობინების მიწოდებით.

2. წევრობის გაწვევა გახდება ეფექტური და წევრობა შეწყდება იმ თარიღის შესაბამისად, რაც განსაზღვრულია შეტყობინებაში, თუმცა არაუმცირეს ექვსი თვისა ბანკის შეტყობინების მიღების  შემდეგ.  თუმცა  ნებისმიერ დროს,  იმ  დრომდე, ვიდრე  წევრობის გაწვევა  გახდება საბოლოოდ ეფექტური, წევრს შეუძლია ბანკს წერილობით აცნობოს იმ შეტყობინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც მან გამოხატა სურვილი წევრობის გაწვევის შესახებ.

3. წევრობის  გაწვევის  მსურველ  წევრს  უნარჩუნდება  ყველა  ის  პირდაპირი  და  პირობითი ვალდებულება, რომლის სუბიექტსაც ის წარმოადგენს წევრობის გაწვევის თაობაზე შეტყობინების   მიწოდების   დროისათვის.   თუ   წევრობის   გაწვევა   საბოლოოდ   გახდება ეფექტური, წევრი არ უნდა დაზარალდეს იმ ფულადი ვალდებულებების შედეგად, რომელიც წარმოიშვა ბანკის მიერ იმ  ოპერაციებიდან, რომლებიც განხორციელდა წევრობის გაწვევის სურვილის შესახებ შეტყობინების წარდგენის დღიდა