1. წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგება ასახავს საანგარიშგებო პერიოდში ერთეულის კაპიტალის ზრდას/კლებას. წმინდა აქტივების/კაპიტალის საწყისი და საბოლოო ნაშთების შედარების გზით წარდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის კაპიტალის ზრდაზე/კლებაზე მოქმედი ფაქტორების გასაანალიზებლად.

2. ერთეულმა წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებაში უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) წმინდა აქტივების/კაპიტალის საწყისი ნაშთის შესახებ;

ბ) წმინდა აქტივების/კაპიტალის გადაანგარიშებული ნაშთის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მოიცავს სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებით ან/და წინა პერიოდ(ებ)ის არსებითი შეცდომების გასწორებით გამოწვეულ კაპიტალის ზრდას/კლებას;

გ) წმინდა აქტივების/კაპიტალის საბოლოო ნაშთის შესახებ;

დ) სხვა მონაცემები.

3. ორ საანგარიშგებო თარიღს (საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს) შორის ერთეულის წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებები გვიჩვენებს წმინდა აქტივების/კაპიტალის ზრდას ან შემცირებას საანგარიშგებო პერიოდშ