1. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების წარდგენა საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რომ დაეხმაროს მომხმარებელს როგორც ერთეულის ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური შედეგების, ასევე აქტივების მართვის ხარისხის და რესურსების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაში.

2. განმარტებითი შენიშვნები მოიცავს ცხრილებს და ასევე, ტექსტურ ინფორმაციას. ასევე, შეიძლება მოიცავდეს იმ მუხლების შესახებ ინფორმაციასაც, რომლებიც არ აკმაყოფილებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს.

3. ფინანსურ ანგარიშგებას თანდართული აქვს განმარტებითი შენიშვნების ფორმები, დანართების სახით.

4. შენიშვნა 1 –  აისახება ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ: ა) ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში გამოყენებული შეფასების საფუძველი (ან საფუძვლები);  ბ) რამდენად გამოიყენა ერთეულმა ამა თუ იმ სსბასს-ის გარდამავალი დებულებები; გ) თითოეული გამოყენებული სპეციფიკური სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების სწორად გასაგებად.

5. შენიშვნა 2 – ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები – აისახება ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, ბანკში განთავსებული ფულადი სახსრები, როგორც სახაზინო სამსახურის მიერ, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ.

6. შენიშვნა 2ა – მიმდინარე ინვესტიციები და მისაღები თანხები (დებიტორები) – აისახება ინფორმაცია: მიმდინარე ინვესტიციებისა და მისაღები თანხების (დებიტორები) მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე; საანგარიშგებო პიერიოდში წარმოქმნილი მიმდინარე ინვესტიციები, მოთხოვნები მისაღები თანხებით (დებიტორები) და საგადასახადო დებიტორული დავალიანებები, მათი მთლიანი ნაშთი და გაუფასურების გათვალისწინებით მიღებული საბალანსო ღირებულება.

7. შენიშვნა 3 – მატერიალური მარაგები – აისახება ინფორმაცია: მატერიალური მარაგების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე; მატერიალური მარაგების თვითღირებულებასა და აკუმულირებული ღირებულების გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, სანგარიშგებო პერიოდის საბოლოო და საწყისი ნაშთების შესაბამისად; საანგარიშგებო პერიოდში მატერიალური მარაგების მიღება/გასვლის გათვალისწინებით, თვითღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე; მატერიალური მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანაგრიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

8. შენიშვნა 4 – სხვა მოკლევადიანი აქტივები – აისახება ინფორმაცია წინასწარი გადახდებით წარმოქმნილ (მიმდინარე) აქტივების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე და მათ  საწყის და საბოლოო ნაშთებზე.

9. შენიშვნა 5 – გრძელვადიანი ფინანსური აქტივები – აისახება ინფორმაცია გრძელვადიანი ფინანსური აქტივების მიმართ გამოყენებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე, გრძელვადიანი ფინანსური აქტივების მთლიან ნაშთებსა და საბალანსო ღირებულების საწყისსა და საბოლოო ნაშთებზე. ასევე ინფორმაცია ფინანსური აქტივების მოძროაბაზე.

10. შენიშვნა 6 – ძირითადი აქტივები – აისახება ინფორმაცია ძირითადი აქტივების: აღიარებასთან დაკავშირებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე; ძირითადი აქტივების თვითღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, საანგარიშგებო პერიოდის საწყისი და საბოლოო ნაშთების შესაბამისად; საანგარიშგებო პერიოდში ძირითადი აქტივების, მიღება/გასვლის გათვალისწინებით, თვითღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე; დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანაგრიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

11. შენიშვნა  7 – საინვესტიციო ქონება – აისახება ინფორმაცია საინვესტიციო ქონების:  აღიარებასთან დაკავშირებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე; საინვესტიციო ქონების თვითღირებულებაზე და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, საანგარიშგებო პერიოდის საბოლოო და საწყისი ნაშთების შესაბამისად. საანგარიშგებო პერიოდში საინვესტიციო ქონების მიღება/გასვლის გათვალისწინებით თვითღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე; დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანაგრიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

12. შენიშვნა  8 – არამატერიალური აქტივები – აისახება ინფორმაცია არამატერიალური აქტივების: აღიარებასთან დაკავშირებულ სააღრიცხვო პოლიტიკაზე; არამატერიალური აქტივების თვითღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე, საანგარიშგებო პერიოდის საბოლოო და საწყისი ნაშთების შესაბამისად; საანგარიშგებო პერიოდში არამატერიალური აქტივების მიღება/გასვლის გათვალისწინებით არამატერიალური აქტივების თვითღირებულების საწყის და საბოლოო ნაშთებზე; დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების საწყის და საბოლოო ნაშთებზე საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

13. შენიშვნა 9 – შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულებები – აისახება ინფორმაცია შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულებებით აქტივების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა; შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულებების აღწერილობები, აქტივების აღწერილობები თვითღირებულების, დაგროვილი ცვეთის, დაგროვილი გაუფასურებისა და საბალანსო ღირებულებების მითითებით საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსა და  დასაწყისში. ცვლილებები საბალანსო ღირებულებებში, დაგროვილ ცვეთას/ამორტიზაციასა და დაგროვილ გაუფასურებაში. ასევე, ინფორმაცია შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულებებით შემცირებული ვალდებულებების საწყის და საბოლოო ნაშთებზე.

14. შენიშვნა 10 – ფინანსური იჯარით აქტივები და ვალდებულებები – აისახება ინფორმაცია ფინანსური იჯარის აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა;  მოიჯარის მიერ ფინანსური იჯარით მიღებულ ძირითადი აქტივების თვითღირებულებასა და დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების გათვალისწინებით მიღებულ საბალანსო ღირებულებაზე ინფორმაცია, საანგარიშგებო პერიოდის საბოლოო და საწყისი ნაშთების შესაბამისად. ასევე, ფინანსური იჯარით წარმოქმნილი/შემცირებული ვალდებულებების საწყისი და საბოლოო ნაშთები.

15. შენიშვნა 11 – სხვა არაფინანსური გრძელვადიანი აქტივები – აისახება სხვა არაფინანსური აქტივების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა; ინფორმაცია საწყის და საბოლოო ნაშთებსა და საბალანსო ღირებულებაზე.

16. შენიშვნა 12 –  მოკლევადიანი და გრძელვადიანი ნასესხები თანხები – აისახება მოკლევადიან და გრძელვადიან სესხების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა;  ნასესხები თანხების საწყისი და საბოლოო ნაშთები, მათი ზრდა/კლება საკასო და სხვა ოპერაციების შედეგად და სასესხო ხელშეკრულებების მოკლე აღწერილობა.

17. შენიშვნა 13 – კრედიტორული დავალიანება და ანარიცხები – აისახება კრედიტორულ დავალიანებებთან და ანარიცხების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა. 13 ა) ცხრილში  აისახება ინფორმაცია მოკლევადიანი და გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებების საწყის და საბოლო ნაშთებზე. 13 ბ) ცხრილში აისახება ინფორმაცია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ანარიცხების საწყის და საბოლოო ნაშთებზე, საანგარიშგებო პერიოდში ცვილებებსა და შინაარსზე.

18. შენიშვნა 14 – შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა) – აისახება არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა; საანგარიშგებო პერიოდში არაგაცვლითი ოპერაციებით აღიარებული შემოსავლები მნიშვნელოვანი ჯგუფების მიხედვით: 14 ა) ცხრილში  საგადასახადო შემოსავლები, შესადარის ინფორმაციასთან ერთად. 14 ბ) ცხრილში  გრანტებით და ტრანსფერებით წარმოქმნილი შემოსავლები, შესაბამისი წყაროების გათვალისწინებით და მათი შესადარისი ინფორმაცია; 14 გ) ცხრილში  სხვა არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი შემოსავლები, შესადარის ინფორმაციასთან ერთად.

19. შენიშვნა 15 – შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან – აისახება გაცვლითი ოპერაციებით მიღებული შემოსავლის აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა, საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული შემოსავლების თანხები, თითოეული მნიშვნელოვანი ჯგუფების მიხედვით; 15 ა) ცხრილში აისახება საანაგრიშგებო პერიოდში გაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი შემოსავლები, შესაბამისი წყაროების გათვალისწინებით და მათი შესადარისი ინფორმაცია; 15 ბ) ცხრილში  აისახება საანაგრიშგებო პერიოდში გრძელვადიანი აქტივების გასვლიდან მიღებული ნამეტი/(დეფიციტი) შესაბამისი წყაროების გათვალისწინებით და მათი შესადარისი ინფორმაცია.

20. შენიშვნა 16 – სხვადასხვა შემოსავლები – აისახება სააღრიცხვო პოლიტიკა სხვადასხვა შემოსავლების აღიარებასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული სხვა შემოსავლების თანხები, თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით, წყაროების გათვალისწინებით და მათი შესადარისი ინფორმაცია.

21. შენიშვნა 17 – დარიცხული ხარჯები – აისახება ხარჯების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა; ასევე, საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული ხარჯები  მნიშვნელოვანი ჯგუფების მიხედვით და წყაროების (საბიუჯეტო/არასაბიუჯეტო) გათვალისწინებით.

22. შენიშვნა 18 – სხვადასხვა ხარჯები – აისახება სხვადასხვა ხარჯების აღიარებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პოლიტიკა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საანგარიშგებო პერიოდში აღიარებული სხვადასხვა ხარჯების თანხები, თითოეული მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით, წყაროების გათვალისწინებით და მათი შესადარისი ინფორმაცია.

23. შენიშვნა 19 – ფულადი ნაკადები გადასახადებიდან – აისახება ფულადი სახსრები წარმოქმნილი საგადასახადო შემოსავლებით.

24. შენიშვნა 20 – საოპერაციო საქმიანობებიდან წმინდა ფულადი ნაკადების შეჯერება (შედარება) ნამეტთან/(დეფიციტთან) - აისახება არაპირდაპირი მეთოდით ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო საქმიანობიდან.

25. შენიშვნა 21 – ფაქტობრივი თანხებისა და საოპერაციო, საინვესტიცო და ფინანსური საქმიანობებიდან წმინდა ფულადი ნაკადების შეჯერება (შედარება) – აისახება ინფორმაცია ბიუჯეტის საკასო შესრულებასა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ შესაბამისი საქმიანობების მიხედვით, ასევე განსხვავებები ბიუჯეტის ფაქტობრივ თანხებსა და ანგარიშგების ფაქტობრივ თანხებს შორის შედარების მეთოდის საფუძველზე.

26. ერთეული ფინანსურ ანგარიშგებას დაურთავს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების დასკვნას იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება უტყუარად წარმოადგენს ერთეულის ფინანსურ მდგომარეობას, ფინანსურ შესრულებასა და ფულადი სახსრების ნაკადს;

ბ) დასტურს იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებით საკითხში, ემთხვევა ფინანსური ანგარიშის შედგენის წინამდებარე წესის მოთხოვნებს, გარდა რამდენიმე მოთხოვნისა, საიდანაც გადახვევა აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ მომზადებულიყო უტყუარი ფინანსური ანგარიშგება;

გ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მოთხოვნიდან მოხდა გადახვევა, როგორია გადახვევის ბუნება, სააღრიცხვო პოლიტიკის აღწერის ჩათვლით, მიზეზი, რის გამოც ამ წესის მოთხოვნით აღრიცხვა იქნებოდა შეცდომაში შემყვანი, და მის მაგივრად დაწესებული პროცედურის აღწერას;

დ)  წესიდან გადახვევის ფინანსური ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას ერთეულის აქტივებზე, ვალდებულებებზე, წმინდა აქტივებზე/საკუთარ კაპიტალზე, ფულადი სახსრების ნაკადებზე – აღნიშნული პერიოდის განმავლობაში (ან მტკიცებულებას იმისა, რომ აღნიშნულის გაანგარიშება შეუძლებელია