1. ფინანსური ანგარიშგების თავფურცელში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ერთეულის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია და ცვლილებები წინა საანგარიშგებო პერიოდთან მიმართებით (თუ ასეთს აქვს ადგილი);
ბ) ერთეულის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) ანგარიშგების თარიღი და პერიოდი, რომლისთვისაცაა მომზადებული მოცემული ფინანსური ანგარიშგება;
დ) ერთეულის სამართლებრივი ფორმა;
ე) ერთეულის იურიდიული მისამართი;
ვ) ერთეულის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე ან/და წარდგენაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია;
ზ) კონტროლირებული ერთეულების ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) ერთეულის საქმიანობების ჩამონათვალი;
ი) საანგარიშგებო პერიოდი;
კ) საანგარიშგებო ვალუტა;
ლ) თანხების დამრგვალების დონე.
2. ერთეულის ფინანსურ ანგარიშგებას ხელს აწერენ ბუღალტერი ან ერთეულის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირ(ებ)ი და ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირი.
ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმე