1. ვერტიკალური კონცენტრაციის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აფასებს კონკურენტების შეზღუდვის შესაძლებლობას, შეზღუდვის სტიმულს და შეზღუდვის გავლენას კონკურენციაზე, შეზღუდვის შემდეგი ორი ფორმისთვის:
ა) წარმოების ფაქტორზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, როდესაც კონცნეტრაციის შედეგად მოსალოდნელია დაღმავალ ბაზრის სეგმენტზე კონკურენტებისთვის ხარჯების გაზრდა, მათთვის მნიშვნელოვან წარმოების ფაქტორზე წვდომის შეზღუდვის გზით;
ბ) მომხმარებელზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, როდესაც კონცნეტრაციის შედეგად მოსალოდნელია აღმავალ ბაზრის სეგმენტზე კონკურენტების შეზღუდვა, მათთვის საჭირო მომხმარებელთა ბაზებზე წვდომის შეზღუდვის გზით.
2. წარმოების ფაქტორზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესაძლებლობის შეფასებისას ფასდება კონცნეტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის უნარი კონკურენტებს აღნიშნული წვდომა მიწოდების პირობების გაუარესების გზით შეუზღუდოს. ასევე, რამდენად შეუძლია მსგავს შეზღუდვას გააუარესოს მათი კონკურენტუნარიანობა, შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
ა) საბაზრო ძალაუფლება აღმავალ ბაზარზე, რაც გულისხმობს დაღმავალი კონკურენტების შესაძლებლობის შეფასებას, შეზღუდვის შემთხვევაში შეიცვალონ მომწოდებელი;
ბ) წარმოების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც გულისხმობს როგორც წარმოების ფაქტორზე გაწეული შესაბამისი დანახარჯების, ასევე, წარმოების ფაქტორის მნიშვნელობის შეფასებას პროდუქტის ხარისხის ან/და ინოვაციურობის უზრუნველყოფისთვის.
3. ეროვნული ბანკი, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის სტიმულს შეზღუდოს წარმოების ფაქტორზე კონკურენტების ხელმისაწვდომობა, ხარისხობრივ და რაოდენობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აფასებს და ითვალისწინებს, მათ შორის, ბიზნეს - სტრატეგიას, დაღმავალი ბაზრის სეგმენტზე გაყიდვებიდან მოგების მოცულობას, აღმავალი ბაზრის სეგმენტზე გაყიდვებიდან დანაკარგების მოცულობას, ფარდობითი მოგების მარჟას, სხვა ხარჯებსა და სარგებელს.
4. წარმოების ფაქტორზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კონკურენციაზე გავლენის შეფასებისას, ეროვნული ბანკი აფასებს, თუ რამდენად მოახდენს კონკურენტებისთვის მიყენებული ზიანი გავლენას მთლიანობაში დაღმავალი ბაზრის კონკურენტულ გარემოზე. აღნიშნული მოიცავს ბაზარზე შესვლის ბარიერების გაძლიერებისა და მომხმარებელზე ნეგატიურ გავლენის შეფასებას, რომელიც შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ რეალიზდეს.
5. კონცნეტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტებისათვის მომხმარებელზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესაძლებლობის განსაზღვრისას, ფასდება დაღმავალ ეკონომიკურ აგენტზე კონტროლის გამოყენების შესაძლებლობა, რათა შესყიდვებმა კონკურენტებიდან მასზე გადმოინაცვლოს. ეროვნული ბანკი ასევე აფასებს რამდენად შეუძლია შეზღუდვას კონკურენტების კონკურენტუნარიანობის გაუარესება, შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
ა) მომხმარებლის ზომა, რაც გულისხმობს, რომ დაღმავალი მხარე უნდა იყოს მნიშვნელოვანი მომხმარებელი, რომელზეც შესყიდვების არსებითი წილი მოდის;
ბ) მასშტაბის მნიშვნელობა აღმავალი ბაზრის სეგმენტისთვის, რაც გულისხმობს, რომ გაყიდვების შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს კონკურენტების ეფექტურობის დაკარგვას, როდესაც გაყიდვების მოცულობასა და ეკონომიკური აგენტების კონკურენტუნარიანობას შორის მნიშვნელოვანი კავშირია.
6. ეროვნული ბანკი, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ მომხმარებელზე კონკურენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სტიმულის შეფასებისას, ითვალისწინებს თუ რამდენად აღემატება კონკურენტების შეზღუდვის შედეგად აღმავალ ბაზრის სეგმენტზე (გაყიდვების ზრდით) გამოწვეული სარგებელი, დაღმავალ ბაზრის სეგმენტზე გაუარესებული შეთავაზების შედეგად მიღებულ დანაკარგებს. აღნიშნული შეფასების პროცესში ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ბიზნეს სტრატეგიას, აღმავალ ბაზრის სეგმენტზე გაყიდვებიდან მოგების მოცულობას, დაღმავალ ბაზრის სეგმენტზე გაყიდვებიდან დანაკარგების მოცულობას, ფარდობითი მოგების მარჟას, სხვა ხარჯებსა და სარგებელს.
7. მომხმარებელზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კონკურენციაზე გავლენის შეფასებისას, ეროვნული ბანკი აფასებს თუ რამდენად მოახდენს კონკურენტებისთვის მიყენებული ზიანი გავლენას მთლიანობაში აღმავალი ბაზრის კონკურენტულ გარემოზ