ეროვნული ბანკი, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 478  მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აფასებს კონცენტრაციის თავსებადობას და გავლენას ფინანსურ სტაბილურობაზე, რა დროსაც, მათ შორის, შემდეგ პარამეტრებს ითვალისწინებს:

ა) ეკონომიკური აგენტის/აგენტების პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით კონცენტრაციით გამოწვეული ცვლილების ხარისხს;

ბ) კონცენტრაციის გავლენას კონცენტრაციაში მონაწილე კომერციული ბანკის/ბანკების ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობაზე (კომერციული ბანკების კონცენტრაციის შემთხვევაში);

გ) სხვა პარამეტრებს, კონკრეტული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარ