1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ბაზრის განსაზღვრის შემდეგ ეროვნული ბანკი იწყებს მონიტორინგს, რომლის ხანგრძლივობაც არ არის შეზღუდული.
2. მონიტორინგის პროცესი მოიცავს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირებისა და იდენტიფიცირებულ შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ეტაპებს.
3. მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესში, თუ ეროვნული ბანკის მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია იძლევა აღნიშნულის საფუძველს, შესაძლოა, შემუშავებულ იქნეს მონიტორინგის შუალედური ანგარიში/ანგარიშები იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს მონიტორინგის მიმდინარეობას.
4. მონიტორინგის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკი ადგენს მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და რომლითაც ფასდება ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. აღნიშნულ მონიტორინგის ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესით“ განსაზღვრული ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი.
5. მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია გაიცეს რეკომენდაციები ან განისაზღვროს ამ წესის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათს ღონისძიებები.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალურობის წესების დაცვით.
7. თუ მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს შესაბამისი ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას აღნიშნული პირის/პირების მიმარ