1. კონცენტრაციის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ კონცენტრაციის შეფასების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ეროვნულ ბანკს შესაბამისი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელება შესთავაზონ.
2. თუ კონცენტრაციის შეფასების რომელიმე ეტაპზე ეროვნულ ბანკს გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს კონკურენტულ გარემოს და შედეგად მოსალოდნელი იყოს ეფექტური კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, ეროვნული ბანკი ატყობინებს კონცენტრაციის მონაწილე მხარეებს მისი გონივრული ეჭვისა და შესაბამისი გარემოებების შესახებ და განუსაზღვრავს ვადას სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარებისთვის.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მხარის დასაბუთებული მოთხოვნით გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა მაქსიმუმ 15 სამუშაო დღით, რა დროსაც ამ წესის მე -15 მუხლით განსაზღვრული ვადა ჩერდება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომები შესაძლოა, იყოს შემდეგი სახის:
ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება - მხარის/მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომლის განხორციელების შედეგად იცვლება ბაზრის სტრუქტურა და შესაბამისი საწარმოს პოზიცია ამ ბაზარზე. სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, სულ მცირე, ერთ-ერთი შემდეგი სახით:
ა.ა) მოსალოდნელი კონცენტრაციის ნაწილობრივი აკრძალვით, თუ აღნიშნულის შედეგად შენარჩუნდება ბაზარზე კონკურენტული გარემო, რომელიც სხვაგვარად კონცენტრაციის შედეგად შეიცვლებოდა;
ა.ბ) საქმიანობის/ბიზნესის ან აქტივების/აქციების გაყიდვით;
ა.გ) სხვა საშუალებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ბაზრის სტრუქტურაზე.
ბ) ქცევითი ხასიათის ღონისძიება - მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ეფექტური კონკურენციის შენარჩუნების მიზნით კონცენტრაციის მხარეების მიერ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ან/და კონცენტრაციის მხარეების მხრიდან კონკრეტული მოქმედებებისგან თავის შეკავებას.
5. ეროვნული ბანკი მხოლოდ ქცევითი ხასიათის ღონისძიებას გამოიყენებს, თუ:
ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიებების გატარება შეუძლებელია;
ბ) კონკურენციის არსებით შეზღუდვას ხანმოკლე ხასიათი ექნება;
გ) ქცევითი ხასიათის ღონისძიებების შედეგად შენარჩუნდება მომხმარებელთა ის არსებითი სარგებელი, რომელიც სტრუქტურული ხასიათის ღონისძიებების შედეგად გაუქმდებოდა.
6. სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გადახედვისას ან ამგვარი ზომების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი სხვა საკითხებთან ერთად აფასებს ღონისძიებების განხორციელებადობასა და პროპორციულობას, იმის გათვალისწინებით, იქნება თუ არა აღნიშნული ღონისძიებები საკმარისი ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად. ეროვნული ბანკი ორი თანაბრად ეფექტური ღონისძიებიდან ირჩევს ნაკლებად შემზღუდველ და ნაკლები დანახარჯის გამომწვევ ღონისძიებას.
7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი ან მხარეების ინიციატივით, მოიწვიოს კონცენტრაციის მონაწილეები სტრუქტურულ ან/და ქცევით ხასიათს ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი დასაბუთების გასაცემად. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შესაძლოა, დამატებითი დრო მიეცით შეთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების შესაფასებლად.
8. სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბაზარზე საჯარო კონსულტაცია გაიაროს შემოთავაზებული ღონისძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით.
9. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კონცენტრაციის მხარეებისგან გარკვეული პერიოდულობით მოითხოვოს ინფორმაცია განხორციელებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების შესახებ.
10. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კონცენტრაციის მონაწილეთა მიერ წარდგენილი ღონისძიებების შედეგად, კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას ბაზარზე, ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას კონვენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის თაობაზე. გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ.
11. თუ განსაზღვრული ღონისძიებები არ იქნა შესრულებული განსაზღვრულ ვადაში ან თუ კონცენტრაციის მონაწილეების მიერ არ მოხდა ღონისძიებების შეთავაზება, ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს შესასრულებელ სტრუქტურულ ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების ან მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან შეუთავსებლობის შესახებ.
12. თუ კონცენტრაცია განხორციელდა და ეკონომიკურმა აგენტმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიები ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-