1. ეროვნული ბანკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს კონცეტრაციის შეფასებასთან დაკავშირებულ პოტენციურ მტკიცებულებებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითოეული მათგანის წონისა და მნიშვნელობის საკითხს.
2. მტკიცებულების გამოყენებისას ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს კონცენტრაციის პოტენციური ნეგატიური გავლენების შეფასების ელემენტებს, ბაზარზე არსებული კონკურენციის ბუნებასა და სპეციფიკურობას, ასევე, მტკიცებულებების ხელმისაწვდომობასა და სანდოობას.
3. ეროვნული ბანკი შეფასებისას მხედველობაში იღებს როგორც კონცენტრაციის მხარეების აშკარად გამოხატულ განზრახვებს კონკურენციის არსებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასების ზრდის, კონკურენტების ბაზარზე წვდომის შეზღუდვის, ინოვაციების შეზღუდვის, ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების მიმართულებით, ისე კონცენტრაციის მხარეების არაპირდაპირ ეკონომიკურ სტიმულებს.
ბაზრის მონიტორინ