1. წინამდებარე საკ 1.6:2020 შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციისათვის.

2. წინამდებარე წესები და პროცედურები ადგენს აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნებს მენეჯმენტის სისტემის აუდიტისა და სერტიფიკაციის ორგანოების – სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მენეჯმენტის სისტემების აუდიტსა და სერტიფიკაციას“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად.

3. აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოებისათვის აკრედიტაციის ზოგადი პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2020-ით აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურებ