1. საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესების შესაბამისად აკრედიტებული შშო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი.

2. პროდუქტის, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანო წარმოადგენს მესამე მხარეს, რომელიც ფუნქციონირებს სერტიფიკაციის სქემების შესაბამისად.

3. ამ წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებული პროდუქტის, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანო საქმიანობას უნდა წარმართავდეს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-ის მოთხოვნების შესაბამისად.

4. ამ წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებულმა შშო-მ აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში მუდმივად უნდა განაახლოს ინფორმაცია, მათ შორის, საქამიანობაში გამოყენებული სტანდარტებისა და სერტიფიკაციის სქემების შესახებ.

5. ამ წესებისა და პროცედურების შესაბამისად აკრედიტებულმა პროდუქტის, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანომ აკრედიტაციის სფეროში შეტანილი სტანდარტის და ნორმატიული დოკუმენტების გარდა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, ასევე უნდა მიუთითოს ის სერტიფიკაციის სქემები ან მოდულები, სისტემები და პროცედურები, რომლებსაც იგი გამოიყენებს აკრედიტებულ საქმიანობაშ