1. აკრედიტაციის ცენტრისადმი საჩივრით მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, მათ შორის, აკრედიტებულ შშო-ს, აკრედიტაციის ცენტრის ან შშო-ს საქმიანობასთან დაკავშირებული უკმაყოფილების არსებობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივარი შეიძლება ეხებოდეს:
ა) განაცხადის მიღებას და მასზე რეაგირებას;
ბ) შეფასების განხორციელებას;
გ) აკრედიტაციის პროცესში დადგენილ ვადებს;
დ) შშო-ს შეფასებისას შემფასებელთა ჯგუფის წევრების ქმედებას, ნებისმიერ ქცევას და მათ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას;
ე) აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციაზე განაცხადის სრულად ან ნაწილობრივ მიღებაზე უარის თქმას;
ვ) შეფასების შედეგად გამოვლენილ შეუსაბამობებს და შშო-ს მხრიდან განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
3. აკრედიტაციის ცენტრში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს საჩივარი, რომელიც უკავშირდება აკრედიტებული შშო-ს აკრედიტაციის სფეროდან გამომდინარე მომსახურებას/საქმიანობას.
4. აკრედიტაციის ცენტრს საჩივარი უნდა წარედგინოს წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საჩივარში მითითებული უნდა იყოს წარმდგენი ორგანოს/პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე საჩივარს თან უნდა ახლდეს შესაბამისი წერილობითი სახის მტკიცებულება, ასეთი მტკიცებულების საჩივრის საფუძვლად მითითების შემთხვევაში.
5. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრის მიერ ის არ განიხილება როგორც საჩივარი ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი პროცედურის თანახმად.
6. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, საჩივრის წარმდგენისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომლის წარმოდგენამდე აკრედიტაციის ცენტრი შეაჩერებს საჩივრის განხილვას.
7. აკრედიტაციის ცენტრი პასუხისმგებელია საჩივრის განხილვის პროცესში მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე.
8. საჩივარი რომელიც უკავშირდება შშო-ს, თავდაპირველად უნდა წარედგინოს შესაბამის შშო-ს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება შშო-ს მიერ ამ საჩივართან დაკავშირებით მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს აკრედიტაციის ცენტრში. საჩივარი, რომელიც ეხება შშო-ს მიერ აკრედიტაციის წესების განზრახ დარღვევას, შეიძლება პირდაპირ წარდგენილ იქნეს აკრედიტაციის ცენტრში.
9. თუ საჩივარი შეეხება შშო-ს მიუკერძოებლობის ან/და კომპეტენციის არარსებობის საკითხებს, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს არაგეგმური შეფასება ისე, რომ შშო-ს წინასწარ არ აცნობოს საჩივრის შინაარსის თაობაზე, რათა შესაძლებელი იყოს ადგილზე მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე შესაბამისი გადამოწმება საჩივრის საგანთან. ასეთ შემთხვევებში, შშო ვალდებულია უზრუნველყოს აკრედიტაციის ცენტრი, რომ სათანადოდ განხორციელდეს არაგეგმური შეფასება.
10. აკრედიტაციის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ საჩივრის განხილვაში არ ჩაერთოს ის პირი, რომელზეც წარმოდგენილია საჩივარი.
11. საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა წარმომდგენი ორგანოს/პირის მიზეზით, ანაზღაურებული უნდა იქნეს წარმომდგენი ორგანოს/პირის მიერ. ხოლო ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც უკავშირდება აკრედიტაციის ცენტრის კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საჩივრის განხილვას, ანაზღაურებული უნდა იქნეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
12. აკრედიტაციის ცენტრში შშო-ს მიერ საჩივრის წარმოდგენის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მიერ ინიშნება საჩივარზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც შეისწავლის საკითხს და წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებსა და მტკიცებულებებს აკრედიტაციის კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად. საჩივრის განხილვაზე პასუხისმგებელი პირი დამოუკიდებელი უნდა იყოს საჩივრის საგანთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობისაგან.
13. აკრედიტაციის ცენტრის მიერ საჩივრის განხილვაში ჩართული ყველა პირის მიერ დაცული უნდა იყოს მიუკერძოებლობისა და კონფიდენციალობის მოთხოვნები, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამის ფორმაზე ხელმოწერით.
14. აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებელი პირი, რომელიც განიხილავს საჩივარს, უნდა შეაფასოს საჩივრის მართებულობა, შეამოწმოს საჩივართან დაკავშირებული ყველა საკითხი და სრულყოფილად გამოიკვლიოს საჩივრის მიზეზები/საფუძვლები.
15. თუ საჩივარი ეხება აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, პროცედურებს, პოლიტიკას, თანამშრომლებს ან მოწვეულ შემფასებლებს/ექსპერტებს ან აკრედიტაციის შეფასების პროცესს, უპირველესად უნდა განისაზღვროს, არის თუ არა ეს საჩივარი გამოწვეული რაიმე სახის გაუგებრობით. თუ საჩივრის არსებობა გამოწვეულია გაუგებრობით, ის დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას და განხორციელებული ქმედების თაობაზე უნდა ეცნობოს საჩივრის წარმომდგენს.
16. დაუშვებელია საჩივრის საგანს წარმოადგენდეს შესაბამისი აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტები და სახელმძღვანელო დოკუმენტები.
17. საჩივრის განხილვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია საჩივრის განხილვისას უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, გადამოწმება, შესაბამისი ქმედებების განხორციელება და დოკუმენტირება. დაინტერესებული მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, საჩივრის განხილვის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მათთვის ხელმისაწვდომობას.
18. საჭიროების შემთხვევაში, საჩივრის განხილვაზე პასუხისმგებელი პირი, დამატებითი განმარტებების მოპოვების მიზნით, აგზავნის საჩივარს და თანდართულ დოკუმენტაციას შესაბამის ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტში.
19. საჭიროების შემთხვევაში, საჩივრის წარმომდგენი პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი, შესაბამისი საკითხის განხილვისას, შეიძლება მოწვეულ იქნეს აკრედიტაციის კომიტეტზე.
20. საჩივრის განხილვისას აკრედიტაციის კომიტეტზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საოქმო ჩანაწერი, რომელიც უნდა მოიცავდეს თარიღს, დამსწრე პირთა ვინაობას, საჩივრის მოკლე აღწერას, დამსწრე პირთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
21. წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით აკრედიტაციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ემყარებოდეს:
ა) საჩივარში მოცემულ წინადადებას, რომელიც მოიცავს საჩივარზე რეაგირებას წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე;
ბ) საჩივრის განხილვაზე აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებელი პირის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, წინადადებებსა და რეკომენდაციას;
გ) აკრედიტაციის კომიტეტის წევრების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს/წინადადებებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.
22. აკრედიტაციის ცენტრმა საჩივარზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი წარმოდგენიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს საჩივრის წარმომდგენს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
23. თუ საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა დადგენის მიზნით, წარმოდგენილი საჩივრის განსახილველად აუცილებელია 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადა, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის დამატებით 30 სამუშაო დღით გაგრძელების შესახებ, რის თაობაზეც აცნობებს საჩივრის წარმომდგენ პირს.
24. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, რომ განიხილოს ერთი და იმავე საგანთან დაკავშირებით წარმოდგენილი განმეორებითი საჩივარი, თუ საჩივრის წარმომდგენი პირის მიერ მოწოდებული იქნება ახალი მტკიცებულებები და შესაბამისი დასაბუთებული გარემოებები.
25. აკრედიტაციის ცენტრში შშო-ს მიერ აპელაციის წარდგენა შესაძლებელია აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღნიშნულ შშო-სთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აკრედიტაციის ცენტრში აპელაციის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით 30 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც აპელაციის წარმომდგენი მხარისთვის ცნობილი გახდა აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილება, რომელიც არის აპელაციის საგანი.
26. შშო-ს მიერ აპელაციის წარდგენა არ აჩერებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
27. აპელაციით წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ობიექტური მტკიცებულებები და აპელაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
ა) აპელაციის საგანს;
ბ) აპელაციის მიზეზებს/საფუძვლებს, მათ შორის, სადაო საკითხის გადაწყვეტის შესაძლო გზებს;
გ) აპელაციის წარმომდგენი ორგანოს/პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
28. თუ წარმოდგენილი აპელაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის 26-ე პუნქტში მოცემულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის წარმოდგენამდე აკრედიტაციის ცენტრი შეაჩერებს აპელაციის განხილვას.
29. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს აპელაციის წარმომდგენის წერილობით ინფორმირებას აპელაციის მიღებისა და განხილვის შედეგების თაობაზე.
30. აკრედიტაციის ცენტრი ნიშნავს აპელაციის განხილვაზე უფლებამოსილ პირ, რომელიც არ მონაწილეობდა იმ საქმის წარმოება/განხილვაში, რომელზეც წარმოდგენილია აპელაცია. ამასთან, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია, რომ აპელაციის განხილვის მიზნით, შექმნას სათანადო სამუშაო ჯგუფი.
31. პასუხისმგებელი პირი, რომელიც განიხილავს აპელაციას, უნდა შეაფასოს აპელაციის მართებულობა, შეამოწმოს აპელაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გამოიკვლიოს აპელაციის მიზეზები/საფუძვლები.
32. აპელაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ აკრედიტაციის კომიტეტზე გადაწყვეტილების მისაღებად, წარდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილი ინფორმაცია აპელაციის განხილვის შედეგების თაობაზე. აპელაციის განხილვაზე პასუხისმგებელ პირი არ სარგებლობს ხმის უფლებით აკრედიტაციის კომიტეტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
33. აპელაციის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა წარმომდგენი ორგანოს/პირის მიზეზით, ანაზღაურებული უნდა იქნეს წარმომდგენი ორგანოს/პირის მიერ. ხოლო სხვა ხარჯები რომელიც უკავშირდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, აპელაციის განხილვას, ანაზღაურებული უნდა იქნეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
34. აკრედიტაციის ცენტრის მიერ აპელაციის განხილვაში ჩართული ყველა პირის მიერ დაცული უნდა იყოს მიუკერძოებლობისა და კონფიდენციალობის მოთხოვნები, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამის ფორმაზე ხელმოწერით.
35. აპელაციის განხილვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აპელაციის განხილვისას უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, გადამოწმება, შესაბამისი ქმედებების განხორციელება და დოკუმენტირება. დაინტერესებული მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, აპელაციის განხილვის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მათთვის ხელმისაწვდომობას.
36. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ აპელაციის განხილვასთან დაკავშირებულმა პროცესმა და მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ გამოიწვიოს რაიმე დისკრიმინაციული ქმედება აპელანტის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განმარტებების მიღების მიზნით, აპელაციის განხილვაზე პასუხისმგებელმა პირმა შესაძლებელია აპელაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადააგზავნოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამის ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტში. მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი აპელაციის განხილვის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის შესაბამის შშო-ს და საჭიროების შემთხვევაში, აპელაციის წარმომდგენი შშო-ს უფლებამოსილი პირი შეიძლება მოწვეული იქნეს აკრედიტაციის კომიტეტზე შესაბამისი საკითხის განხილვისას.
37. წარმოდგენილ აპელაციასთან დაკავშირებით აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ემყარებოდეს:
ა) აპელაციაში მოცემულ წინადადებას, რომელიც მოიცავს აპელაციაზე რეაგირებას წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე;
ბ) აპელაციის განხილვაზე აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებელი პირის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას და რეკომენდაციას;
გ) აკრედიტაციის კომიტეტის წევრების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს/წინადადებებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.
38. აკრედიტაციის ცენტრმა წარმოდგენილ აპელაციაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი წარმოდგენიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს აპელაციის წარმომდგენ შშო-ს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
39. თუ საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა დადგენის მიზნით, წარმოდგენილი აპელაციის განსახილველად აუცილებელია 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადა, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელაციის განხილვის ვადის დამატებით 30 სამუშაო დღის ვადით გაგრძელების შესახებ, რაზედაც წერილობით უნდა ეცნობოს აპელაციის წარმომდგენ შშო-ს.
40. აპელაციის განხილვისას აკრედიტაციის კომიტეტზე უზრუნვეყოფილი უნდა იქნეს საოქმო ჩანაწერი, რომელიც უნდა მოიცავდეს აკრედიტაციის კომიტეტის ჩატარების თარიღს, დამსწრე პირთა ვინაობას, აპელაციის მოკლე აღწერას, დამსწრე პირთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
41. დაუშვებელია აკრედიტაციის ცენტრის მიერ აპელაციის განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებით ახალი აპელაციის შემოტან