1. შშო-ს აკრედიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, კერძოდ:
ა) აკრედიტებული შშო-ს დასახელება;
ბ) აკრედიტაციის მოწმობის ნომერი;
გ) აკრედიტაციის სქემა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა შეფასება;
დ) მისამართი;
ე) აკრედიტებული შშო-ს პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია;
ვ) აკრედიტაციის სფერო;
ზ) აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა.
2. აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლები, მათ შორის, ტექნიკური შემფასებლები/ტექნიკური ექსპერტები ან აკრედიტაციის კომიტეტზე სხვა მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა შშო-ბთან მიმართებაშ