1. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, შესაბამისობის შეფასების პროცესში განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ კომპანიას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეკონტრაქტორი ან მისი შვილობილი კომპანია აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს და ამის შესახებ აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულა აიღოს სრული პასუხისმგებლობა მისი ქვეკონტრაქტორისა და შვილობილი კომპანიების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, მათი დაფუძნების ადგილის მიუხედავად.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უფლებამოსილია, ქვეკონტრაქტორს ან შვილობილ საწარმოს ფუნქციები გადასცეს მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემთხვევაში.

4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრისათვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი კომპანიის კვალიფიკაციის შეფასებას და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის  ფარგლებშ