1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შესაფასებელი მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმოების ორგანიზაციული სტრუქტურისგან დამოუკიდებელი მესამე პირს. მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის წარმოებასთან, დაპროექტებასთან, აწყობასთან, მოხმარებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ბიზნეს ასოციაციას ან პროფესიულ ფედერაციას მიკუთვნებული ორგანო, რომელიც ახორციელებს აღნიშნული პროდუქტის შეფასებას, შესაძლებელია იყოს შესაბამისობის შემფასებელი ორგანო იმ პირობით, თუ მისი დამოუკიდებლობა დადასტურებულია და გამორიცხულია ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტი.
2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელი პირი და შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი პერსონალი არ უნდა იყოს იმ მოწყობილობის ან სამწყობრო ნაწილის დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, შემსყიდველი, მფლობელი, მომხმარებელი, ან შეკეთების განმახორციელებელი, რომელსაც თვითონ უწევს შეფასებას, ასევე არ უნდა იყოს ზემოთ ხსენებული ფუნქციების განმახორციელებელი მხარეების წარმომადგენელი. აღნიშნული არ ეხება შესაფასებელი მოწყობილობის ან სამწყობრო ნაწილის გამოყენებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ფუნქციონირების მიზნებისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის. ზემოთ აღნიშნულ პირებს არა აქვთ უფლება უშუალოდ მონაწილეობდნენ პროექტირებაში, წარმოებაში, კონსტრუირებაში, რეალიზაციაში ან მოწყობილობის ან სამწყობრო ნაწილის მომსახურეობასა და შეკეთებაში ან წარმოადგენდნენ აღნიშნულ საქმიანობაში ჩართული მხარეების წარმომადგენლებს. აღნიშნული პირები არ უნდა მონაწილეობდნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათთვის მინიჭებული შესაბამისობის შეფასების ფარგლებში, განსახორციელებელ შესაბამისობის შეფასების პროცესში მისაღები გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. აღნიშნული, მათ შორის, ვრცელდება საკონსულტაციო საქმიანობაზეც.
3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მათი ქვეკონტრაქტორების და შვილობილი კომპანიების ქმედებებმა უარყოფითად არ იმოქმედოს შესაბამისობის შეფასების პროცესის კონფიდენციალურობაზე, მიუკერძოებლობასა და მიზნობრიობაზე.
4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები და მათი პერსონალი შესაბამისობის შეფასების განხორციელებისას უნდა მოქმედებდნენ პროფესიული მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხით და გააჩნდეთ შესაბამის სფეროში გამორჩეული ტექნიკური ცოდნა. ისინი უნდა იყვნენ თავისუფალი ყველა სახის ზეწოლისგან, მათ შორის, ფინანსური კუთხით, რამაც შესაძლოა ზეგალენა მოახდინოს მათ მიერ განხორციელებულ შესაბამისობის შეფასების შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირების ან ჯგუფების მხრიდან, რომელთაც გააჩნიათ ზემოთ ხსენებული პროცესების შედეგების მიმართ ინტერესი.
5. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა შეეძლოს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული იმ შესაბამისობის შეფასების ფუნქციების განხორციელება, რომელთა განსახორციელებლადაც მოხდა მისი შესაბამისობის შეფასების უფლების მინიჭება, მათ შორის, მაშინაც როდესაც შესაბამისობის შეფასების პროცედურა ხორციელდება მის ნაცვლად და მისივე პასუხისმგებლობით.
6. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს ყოველი შესაბამისობის შეფასების პროცედურისთვის და ყველა იმ მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილისთვის, რომელთა შესაბამისობის შეფასების უფლებაც მიენიჭა, უნდა გააჩნდეს:
ა) შესაბამისობის შეფასების ქმედებების განსახორციელებლად ტექნიკური ცოდნისა და სათანადო გამოცდილების მქონე პერსონალი;
ბ) შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელებისთვის შესაბამისი პროცედურების აღწერა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების განხორციელებასა და მათ გამჭვირვალობას. მას ასევე უნდა გააჩნდეს შესაბამისი წესები და პროცედურები, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებს შესაბამისობის შეფასების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობასა და სხვა ფუნქციებს.
გ) განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს შესაბამისი პროცესის მასშტაბს, სექტორს, რომელშიც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო საქმიანობს, მის სტრუქტურას, განსახილველი მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის ტექნოლოგიური კომპლექსურობის დონეს, მისი წარმოების სერიულობასა და მოცულობას.
7. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ფუნქციების სათანადოდ განხორციელებისთვის აუცილებელი საშუალებები და ხელი მიუწვდებოდეს აუცილებელ აღჭურვილობასა და საშუალებებზე.
8. შესაბამისობის განმახორციელებელ პერსონალს უნდა გააჩნდეს:
ა) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს შესაბამისობის შეფასების ფარგლებში განსახორციელებელი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი მაღალი დონის ტექნიკური და პროფესიული მომზადება;
ბ) მათ მიერ განსახორციელებელი შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და აღნიშნული ფუნქციების შესრულების შესაბამისი უფლებამოსილება;
გ) I დანართით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ადეკვატური ცოდნა;
დ) შეფასების განხორციელების დამადასტურებელი სერტიფიკატების, შემოწმების მონაცემებისა და ანგარიშების შედგენის უნარი.
9. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს, მისი ხელმძღვანელობისა და შემფასებელი შრომის პერსონალის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ მიერ განხორციელებული შეფასების რაოდენობასა და შეფასების პროცესით მიღებულ შედეგებზე.
10. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს თანამშრომლებმა უნდა დაიცვან პროფესიული საიდუმლოება ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ან კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების დროს მოპოვებულ ინფორმაციასთან მიმართებით, გარდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისა. შესაბამისობის შეფასებისას დაცული უნდა იქნეს საკუთრების უფლებები.
11. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისი სტანდარტების შემუშავების პროცესში ან უზრუნველყოფდნენ საკუთარი, შესაბამისობის შეფასების პროცესში ჩართული თანამშრომლების ინფორმირებას აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირები