1. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი დაუქვემდებაროს შესაბამისობის შეფასების პროცედურას ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად.

2. სერიულად წარმოებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან უნდა შეფასდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის პირველი მუხლით  გათვალისწინებული ტიპის გამოცდით (მოდული B – წარმოების ტიპი)  ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ერთი-ერთ მოდულთან ერთად:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება შიდა საწარმოო კონტროლსა და შემთხვევითი ინტერვალებით პროდუქტის საკონტროლო შემოწმებას (მოდული С2);

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან  შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფას (მოდული D);

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფას (მოდული E);

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტიპთან შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება პროდუქტის ვერიფიკაციას (მოდული F).

3. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი დამზადებულ იქნა ერთ ერთეულად ან მცირე რაოდენობის ერთეულების სახით, მწარმოებელს შეუძლია აირჩიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ერთი პროცედურა ან ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის მე-6 მუხლით გათვალისწინებული  შესაბამისობა, რომელიც ეფუძნება ერთეულის ვერიფიკაციას (მოდული G