1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი მოწყობილობები და საამწყობრო ნაწილები.
2. იმპორტიორი ვალდებულია მოწყობილობის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა, შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, მოწყობილობაზე დაიტანა შესაბამისობის ნიშანი და მას თან დაურთო საჭირო დოკუმენტები, ასევე დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში მოცემული მოთხოვნები.
3. იმპორტიორი ვალდებულია საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა, შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, საამწყობრო ნაწილზე დაიტანა შესაბამისობის ნიშანი და მას თან დაურთო შესაბამისობის დეკლარაციის ასლი, რომელიც უნდა შეიცავდეს მოწყობილობაზე მორგების, აწყობის, რეგულირების, ფუნქციონირებისა და შეკეთების ინსტრუქციებს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად. მწარმოებელი ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ დაკმაყოფილებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნები.
4. იმპორტიორი ვალდებულია არ განათავსოს მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ისინი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის I დანართით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებს, სანამ მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელსა და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.
5. იმპორტიორი ვალდებულია მოწყობილობაზე და საამწყობრო ნაწილზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება.
6. იმპორტიორი ვალდებულია მოწყობილობას თან დაურთოს, I დანართის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია.
7. იმპორტიორი ვალდებულია საამწყობრო ნაწილებს დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი, რომელიც უნდა მოიცავდეს მოწყობილობაზე მორგების, აწყობის, რეგულირების, ფუნქციონირებისა და შეკეთების ინსტრუქციებს, I დანართის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.
8. იმპორტიორი ვალდებულია, მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების ისეთი პირობები, რომლებიც არ ხელყოფს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობას I დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან.
9. შესაბამის შემთხვევებში, მოწყობილობის მიერ შექმნილ რისკებთან მიმართებაში მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმპორტიორი ვალდებულია ჩაატაროს ბაზარზე განთავსებული მოწყობილობის ნიმუშების გამოცდა, ასევე გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს რეესტრი საჩივრების, შეუსაბამო მოწყობილობებისა და მათი გამოთხოვის შესახებ და ნებისმიერი მონიტორინგის შესახებ ინფორმირებული ჰყავდეს დისტრიბუტორები.
10. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, ამოიღოს ან გამოითხოვოს მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ან საამწყობრო ნაწილი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობების და მიღებული მაკორექტირებელი ზომის შესახებ.
11. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, შეინახოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის წარსადგენად მოწყობილობის ან საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.
12. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით. იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან, ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია მათ მიერ ბაზარზე განთავსებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილისგან შექმნილი რისკების აღმოსაფხვრელა