1. ტექნიკური რეგლამენტი აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე.
2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის მოწყობილობის ჩვეულებრივი გამოყენება ნიშნავს მის გამოყენებას შემდეგი პირობების დაცვით:
ა) მოწყობილობა გამართულად იქნა დამონტაჟებული და მისი შემოწმება ხდება რეგულარულად მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად;
ბ) მოწყობილობა გამოიყენება აირის ხარისხის ნორმალური ცვლილებებისა და მიწოდების წნევის ნორმალური ცვალებადობის პირობებში;
გ) მოწყობილობა გამოიყენება მისთვის დადგენილი დანიშნულებით ან წინასწარ განჭვრეტად პირობებში.
3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება იმ მოწყობილობებზე, რომლებიც სპეციალურად დამზადებულია:
ა) ინდუსტრიულ სივრცეში ინდუსტრიულ პროცესებში გამოსაყენებლად;
ბ) საჰაერო ხომალდებსა და რკინიგზაზე გამოსაყენებლად;
გ) კვლევითი მიზნებისთვის ლაბორატორიებში დროებითი გამოყენებისთვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, მოწყობილობა სპეციალურად დამზადებულად ითვლება, თუ იგი დამზადებულია კონკრეტული გამოყენებისთვის.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებთან დაკავშირებულ რისკებს მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სხვა, უფრო სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები აღარ გავრცელდება სპეციალური ტექნიკური რეგლამენტების ამოქმედების შემდეგ.
6. ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული ეფექტურობის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც ვრცელდება ევროპის პარლამენტისა და კომისიის 2009 წლის 21 ოქტომბრის ენერგიასთან დაკავშირებული პროდუქტებისათვის ეკოდიზაინის მოთხოვნების შესახებ 2009/125/EC დირექტივის მე-15 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებ