1. მწარმოებელმა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე შესაძლოა დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენლი.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებები და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება არ შეიძლება იყოს ავტორიზებული წარმომადგენლის უფლებამოსილების ნაწილი.

3. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა შეასრულოს უფლებამოსილების ფარგლებში მინიჭებული ამოცანები. მანდატი/უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს საშუალებას უნდა აძლევდეს შეასრულოს სულ მცირე შემდეგი:

ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე  მიაწოდოს მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ბაზარზე განთავსებული მოწყობილობისა და საამწყობრო ნაწილის მიერ შექმნილი რისკების აღმფხვრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირები