1. სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საწარმომ უნდა უზრუნველყოს:
ა) შეუსაბამობის (ნაკლოვანების) გამომწვევი მიზეზ(ებ)ის და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენა;
ბ) მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმის მომზადება და სააგენტოსთან შესათანხმებლად წარდგენა;
გ) სააგენტოსთან შეთანხმებული მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება;
2. საწარმოს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებულ ვადებში