1. სერტიფიკატი და მისი დანართი განსაზღვრავს საწარმოს უფლებამოსილებას, განახორციელოს საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სამუშაოები.
2. ექსპლუატანტისათვის, რომელიც ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილება გაიცემა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების დროს.
3. საწარმოს სამუშაო მოცულობა განსაზღვრული უნდა იქნეს საფრენად ვარგისობის მართვის სახელმძღვანელოში (CAME).
4. ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული საწარმო უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს მის სერტიფიკატში არსებული საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება, რომელიც არ ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას;
ბ) უზრუნველყოს იმ საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება, რომელიც ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, თუ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მითითებულია როგორც ამ წესით განსაზღვრულ სერტიფიკატში, ასევე, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში;
გ) უზრუნველყოს ქვეკონტრაქტორი საწარმოს მიერ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების განსაზღვრული ამოცანების შესრულება, მისი მართვის სისტემის ზედამხედველობის ქვეშ;
დ) დაამტკიცოს ტექნიკური მომსახურების პროგრამა, შემდეგი საჰაერო ხომალდისათვის თუ ეს სხ არ ახორციელებს კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას:
დ.ა) თვითმფრინავი მაქსიმალური ასაფრენი მასით 2700 კგ და ნაკლები, გარდა ძრავიანი კომპლექსური თვითმფრინავისა;
დ.ბ) ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი მასით 1200კგ და ნაკლები ან 4 ან ნაკლებ მგზავრზე სერტიფიცირებული;
დ.გ) ELA-2 საჰაერო ხომალდები;
ე) სააგენტოში წარსადგენად მოამზადოს საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის გაგრძელების რეკომენდაციები.
5. საწარმო უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორ საწარმოს გადასცეს საფრენად ვარგისობის შენარჩუნების შემდეგი ამოცანები:
ა) საფრენად ვარგისობის დირექტივების ანალიზი და შესრულების დაგეგმვა;
ბ) სერვისული ბიულეტინების ანალიზი;
გ) ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაგეგმვა;
დ) საიმედობის და ძრავის მდგომარეობის მონიტორინგი;
ე) ტექნიკური მომსახურების პროგრამის მომზადება და მასში ცვლილების შეტან