1. საწარმომ უნდა დანერგოს სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვის სისტემა, რაც მოიცავს ჩანაწერების შენახვას დოკუმენტის ნომრის მითითებით და მართვის სისტემით განსაზღვრული  ელემენტების მონიტორინგს.

2. ჩანაწერების ფორმატი უნდა განისაზღვროს საწარმოს მართვის სისტემის პროცედურებში.

3. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება,  ცვლილება ან/და დაკარგვა.

4. ჩანაწერების შენახვა უნდა განხორციელდეს  მატერიალური სახით, ან ელექტრონული ან კომბინირებული ფორმით