ა) არაკომპლექსური საწარმო – საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა.ა) რეგულარულად  ახორციელებს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას არაუმეტეს ერთი სამუშაო ადგილიდან;

ა.ბ) წლიური ბრუნვა საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო ან სარადიოლოკაციო მომსახურებისთვის არ აღემატება 3 000 000 ლარს;

ა.გ) საჰაერო სივრცის ორგანიზების ან საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გაწევის  მომსახურებას ახორციელებს 20 ან ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის მიერ;

ა.დ) საჰაერო მოძრაობის  მომსახურებას ახორციელებს შემდეგი სახის ფრენებისთვის:

ა.დ.ა) საავიაციო სამუშაოები;

ა.დ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია;

ა.დ.გ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა მაქსიმალური ასაფრენი მასის 10 ტონაზე ნაკლები ან 20 სავარძელზე ნაკლები სამგზავრო სავარძლის მქონე საჰაერო ხომალდებით, ან

ა.დ.დ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება წელიწადში 10 000-ზე ნაკლები აფრენა-დაფრენის რაოდენობით, მიუხედავად მაქსიმალური ასაფრენი მასისა და სამგზავრო სავარძლების რაოდენობისა;

ბ) ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაცია „OPMET“ – საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის მიერ  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომზადებაში/დაგეგმვაში;

გ) ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაციის მონაცემთა ბანკი „OPMET databank“ – მონაცემთა ბანკი, რომლის მიზანია საერთაშორისო ოპერატიული მეტეროლოგიური ინფორმაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჰაერსანაოსნო მიზნებისათვის;

დ) მართვის სისტემა  – ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების და ხარისხის მართვისადმი  მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებზე, საავიაციო უშიშროებაზე და ხარისხზე პასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს;

ე) საექსპლუატაციო გარემო – გარემო, სადაც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურების, საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, ფრენის პროცედურის დიზაინის  ან/და საავიაციო რუკების შედგენის ფუნქციონალური  სისტემის ელემენტების ურთიერთქმედება და ოპერირება, სააერნაოსნო მომსახურების ან მისი ცალკეული სახის გაწევის უზრუნველსაყოფად;

ვ) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა – ამ წესის მიზნებისთვის ამ ტერმინს აქვს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის №52 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობ