წინამდებარე წესი ვრცელდება იურიდიულ პირზე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს ან სურს განახორციელოს:

ა) საჰაერო მოძრაობის ორგანიზება:

ა.ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურება;

ა.ბ) საჰაერო სივრცის ორგანიზება (საჰაერო სივრცის დიზაინი);

ა.გ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება;

დ) საავიაციო კავშირგაბმულობა, სანავიგაციო მომსახურება, სარადიოლოკაციო მომსახურება;

ე) საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება;

ვ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება;

ზ) ფრენის პროცედურების დიზაინი  ან/და საავიაციო რუკების შედგენ