1. საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სააერნაოსნო მომსახურების გაწევის საექსპლუატაციო მაჩვენებლების დონის დადგენის და შეფასების პროცესი, რომელიც აისახება საწარმოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშში.
2. საწარმომ საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ყოველი კალენდარული წლის პირველ ნოემბრამდე.
3. საწარმოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) გაწეული სააერნაოსნო მომსახურების/ების საექსპლუატაციო მაჩვენებლების დონის შეფასებას;
ბ) ფაქტობრივი საექსპლუატაციო მაჩვენებლების დონის შედარებას ბიზნესგეგმაში მითითებულ მიზნობრივ მაჩვენებლებთან;
გ) ფაქტობრივი მაჩვენებლების დადგენილთან შეუსაბამობის მიზეზს, დაგეგმილი ან/და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩამონათვალს;
დ) სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებულ საექსპლუატაციო და ინფრასტუქტურულ გეგმებს;
ე) ფინანსურ ანგარიშს;
ვ) ინფორმაციას სააერნაოსნო მომსახურებაში დასაქმებული პერსონალის რაოდენობის შესახე