1. ყველა ვერტმფრენი,  3180 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე, რომელზედაც ტიპის სერტიფიკატი პირველად გაიცემა 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს  FDR  IV  A -თი.

2. ყველა ვერტმფრენი 7000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან რომელზეც შესაძლოა განთავსდეს 19 მგზავრზე მეტი  და  რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1989 წლის  1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR  IV-ით.

3. 2015 წლის 1 იანვრიდან ყველა ვერტმფრენი რომლის ასაფრენი წონა აღემატება 3180 კგ–ს და აღწევს 7000კგ–ს, აგრეთვე  საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1989 წლის  1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR  V-ით.

4. ყველა ტურბინული ძრავის მქონე ვერტმფრენი რომლის მაქსიმალური ასაფრენი წონა აღემატება 2250კგ–ს და აღწევს 3180კგ–ს, აგრეთვე განაცხადი ტიპის სერტიფიკატისთვის წარდგენილი იქნება 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვონ :

ა)   FDR  IV  A , ან

ბ) AIR C-თი, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს პილოტ(ებ)ისათვის ასახული ფრენის ტრაექტორიისა და სიჩქარის პარამეტრები; ან

გ)    ADRS-ით.

შენიშვნა: პირველად გაცემული ტიპის სერტიფიკატი დაკავშირებულია გარკვეული ტიპის ვერტმფრენზე პირველადი ”ტიპის სერტიფიკატის”  გაცემის თარიღთან, და არა ძირითადი მოდელის ცალკეული ვარიანტების ან მოდიფიკაციების სერტიფიცირების თარიღთან.

5. ყველა ვერტმფრენი რომლის მაქსიმალური ასაფრენი წონა არ აღემატება 3180 კგ–ს და  საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცემა 2018 წლის  1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს:

ა)   FDR  IV  A , ან

ბ) C კლასის AIR-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს პილოტ(ებ)ის დისპლეიზე ასახული ფრენის ტრაექტორიისა და სიჩქარის პარამეტრები; ან

გ)    ADRS-ით.

6. ფოლგაზე მექანიკური ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება შეწყვეტილია.

7. სიხშირული მოდულაციის მეთოდით ჩანაწერის მქონე ანალოგური FDR-ის გამოყენება შეწყვეტილია.

8. ფოტოფირზე  ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება შეწყვეტილია.

9. 2016 წლის 1 იანვრიდან მაგნიტურ ლენტზე ჩანაწერის მქონე FDR-ის გამოყენება დაუშვებელია.

10. IV, IV A და V ტიპის FDR რომელიც გამოიყენება ვერტმფრენებზე უნდა შეეძლოს  მუშაობის, სულ ცოტა ბოლო 10სთ-ის ჩანაწერის შენახვა.

11. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომლის ასაფრენი მაქსიმალური მასა აღემატება 7000 კგ–ს  საჭიროა  იყოს CVR-ით აღჭურვილი. თუ ვერტმფრენი არ არის აღჭურვილი FDR-ით, მაშინ CVR-ზე სულ მცირე მზიდი ხრახნის ბრუნვის რაოდენობა უნდა იყოს რეგისტრირებული.

12.ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის  1 იანვრის შემდეგ და მისი ასაფრენი მაქსიმალური მასა აღემატება 3180 კგ–ს  საჭიროა  იყოს   CVR-ით აღჭურვილი. თუ ვერტმფრენი არ არის აღჭურვილი FDR-ით, მაშინ CVR-ზე სულ მცირე მზიდი ხრახნის ბრუნვის რაოდენობა უნდა იყოს რეგისტრირებული.

13. მაგნიტურ ლენტზე და მავთულზე  ჩანაწერის მქონე CVR-ის გამოყენება უნდა შეწყდეს  2016 წლის 1 იანვრიდან.

14.  ყველა CVR-ს უნდა შეეძლოს ჩაწერილი ინფორმაციის მინიმუმ ბოლო 30 წუთის შენახვა.

15.   ყველა ვერტმფრენი რომელთაც მოეთხოვებათ რომ იყვნენ აღჭურვილი CVR-ით,  2016 წლის 1 იანვრიდან უნდა აღიჭყრვოს CVR-ით, რომელსაც შეუძლია შეინახოს  ჩაწერილი ინფორმაციის ბოლო 2 საათი.

16.  ნებისმიერი  ვერტმფრენი, რომელზედაც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცემა 2016 წლის 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ, და სადაც ჩიკაგოს კონვენციის მე-5 დანართის  5.1.2 პუნქტით  ჩამოთვლილი კავშირის  სახეობა გამოიყენება, და საჭიროა CVR-ით აღჭურვა, ამ კავშირის ხაზით გადაცემული შეტყობინებები აღირიცხება საბორტო თვითჩამწერით.

17.   ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელიც მოდიფიცირებულია 2016 წლის 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ, და სადაც ჩიკაგოს კონვენციის მე-5 დანართის  5.1.2 პუნქტით  ჩამოთვლილი კავშირის  სახეობა გამოიყენება, და საჭიროა CVR-ით აღჭურვა, ამ კავშირის ხაზით გადაცემული შეტყობინებები აღირიცხება საბორტო თვითმწერით.

18. უნდა იყოს უზრუნველყოფილი მონაცემების გადაცემის ხაზის ჩანაწერების კორელაცია პილოტების კაბინის აუდიო  ჩანაწერებთან .

19. საბორტო თვითჩამწერების აგებულება, მათი ბორტზე განლაგება და მონტაჟი უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოს მონაცემების ჩანაწერების მაქსიმალურად პრაქტიკულად შესაძლებელი დაცვა, აღდგენა და გაშიფრვა. საბორტო თვითჩამწერი უნდა შეესაბამებოდეს დარტყმამედეგობისა და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

შენიშვნა: დარტყმამედეგობისა და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები იხილეთ EUROCAE ED-112-ში ”მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების სტანდარტები (MOPS) დარტყმამედეგი საბორტო სისტემების აღმრიცხველები”, ან სხვა მსგავს საბუთში.

20.  საბორტო თვითჩამწერები, ფრენის დროის განმავლობაში, არ უნდა გამოირთოს.

21. საბორტო თვითჩამწერის ჩანაწერების შესანარჩუნებლად, ის უნდა გამოირთოს ფრენის დროის დასრულებისას, ინციდენტების ან საავიაციო შემთხვევების შემდეგ. საბორტო თვითჩამწერი კვლავ არ უნდა ჩაირთოს, ვიდრე არ შესრულდება, ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართით მითითებული, ჩანაწერების გადაცემის პროცედურა.

შენიშვნა: ჩანაწერების ამოღების საჭიროებას განსაზღვრავს მოკვლევის ჩამტარებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, საავიაციო შემთხვევის სიმძიმის მიხედვით, შემდგომი ექსპლუატაციისათვის  მოტანილი შედეგების გათვალისწინებით.

22.  ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, შეძლებისდაგვარად ინციდენტების ან საავიაციო შემთხვევების შემდეგ ამ ფრენასთან დაკავშირებულ ჩანაწერების შენახვა, ასევე საჭიროებისას - თვითჩამწერებსაც და გადაცემამდე ინახავს მათ საიმედო ადგილზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართით.

23. ექსპლუატაციის პერიოდში, მოწმდება და ფასდება საბორტო თვითჩამწერის ჩანაწერები, თვითჩამწერის საექსპლუატაციო ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.

24. ექსპლუატანტის  მიერ  მოკვლევის უფლებამოსილი  ორგანოსათვის  გადაცემული  FDR-ის პარამეტრებთან დაკავშირებული საბუთები შეიძლება იყოს ელექტრონულ ფორმატში, ამასთან, გაითვალისწინება დარგობრივი სპეციფიკაციები.

შენიშვნა: დარგობრივი სპეციფიკაციები მოცემულია ARINC 647A-ში „საბორტო თვითჩამწერის ელექტრონული საბუთებში