მერის კაბინეტი თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კაბინეტის სხდომაზე. კაბინეტის სხდომა მოიწვევა მერის ინიციატივით თვეში ერთხელ მაინც. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კაბინეტის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, როგორც წესი ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მერს აქვს უპირატესი ხმის უფლება.

მერის კაბინეტის გადაწყვეტილებებს ხელს აწერს მერი და მერიის აპარატის უფროს