ქ. რუსთავის მერი
ნიშნავს და ათავისუფლებს თავის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ქმნის მერის კაბინეტს და მერიის აპარატს, განსაზღრავს მათ შემადგენლობას და შეაქვს მასში ცვლილებები;
ნიშნავს და ათავისუფლებს მერიის აპარატის, მერიის სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, იწვევს და უძღვება მერის კაბინეტის სხდომებს; ხელს აწერს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითანხმებს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ რესპუბლიკური დაქვემდებარების სახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებს;
კოორდინაციას უწევს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, აჩერებს იმ ობიექტების მშენებლობას ან ექსპლუატაციას, რომელთა ეკოლოგიური უსაფრთხოებაც არ არის უზრუნველყოფილი;
ორგანიზაციას უწევს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებასა და საფინანსო დისციპლინის დაცვას; აკონტროლებს გადასახადების და მოსაკრებლების გადახდას და არასაბიუჯეტო სახსრების მიზიდვას;
დებს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ხელმძღვანელობს მერიის დეპარტამენტების, სამსახურებისა და მუნიციპალურ დაქვემდებარებაში შემავალი დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობას; ისმენს მათი და აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ანგარიშებს;
აჩერებს ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა მოქმედებას;
ხელმძღვანელობს ქალაქის მუნიციპალურ პოლიციას და დაქვემდებარებულ შინაგან საქმეთა ორგანოებს;
მონაწილეობს მართლწესრიგის, სახელმწიფო უშიშროებისა და რესპუბლიკის თავდაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებში;
უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების, სამხარეო ადმინისტრაციის, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების აქტებისა და სათათბიროს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, განსაზღვრავს მსვლელობებისა და დემონსტრაციების მოწყობის ადგილებს;
ახორციელებს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, სახელმწიფო მაკონტროლებელი სამსახურების საქალაქო სტრუქტურული რგოლების მუშაობის კოორდინაციას, რისთვისაც მათი ხელმძღვანელებისაგან ისმენს ანგარიშებს და სხვადასხვა ინფორმაციას ქალაქში კანონიერების დაცვის მდგომარეობის შესახებ;
განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებსა და წინადადებებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ