სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ხელმძღვანელობენ კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპები