მერის კაბინეტი არის სახელმწიფო მმართველობის კოლეგიალური ორგანო.
მერის კაბინეტის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან: მერი მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილეები, მერიის აპარატის უფროსი, ქალაქის სათათბიროს მდივანი, აგრეთვე მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მერის წარდგინებით.
მერის კაბინეტის საქმიანობას წარმართავს ქალაქის მერი, რომელიც კაბინეტთან ერთად:
შეიმუშავებს ბიუჯეტისა და ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტებს; უზრუნველყოფს მათ შესრულებას;
შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟების შემოღების შესახებ;
ამტკიცებს მერის კაბინეტის, მერიის აპარატის, სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების დებულებებს;
ქმნის და აუქმებს მერიის სამსახურებს, დეპარტამენტებსა და მუნიციპალიტეტებს. მათი ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი სამსახურების სტრუქტურასა და მათ პერსონალურ შემადგენლობას;
იღებს გადაწყვეტილებას სათათბიროს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ;
აუქმებს მერიის საქვეუწყებო სამსახურების, დეპარტამენტების, მუნიციპალიტეტების, მუნიციპალური საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს;
იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივ საკუთრებაში შემავალი საწარმოების, ორგანიზაციების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, სხვადასხვა სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურის შექმნის შესახებ;
ყოფილ საკავშირო დაქვემდებარების საწარმოს და ორგანიზაციას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ შესულა რესპუბლიკური დაქვემდებარების არცერთ სამინისტროსა და უწყებაში ატარებს რეგისტრაციაში იურიდიულ სამართლებრივი ფორმით „მუნიციპალური საწარმო“;
საჭიროების შემთხვევაში ქალაქის სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით „მუნიციპალური ქონების გამიჯვნის“ შესახებ კანონის მიღებამდე რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და შესაბამისი ზემდგომი ორგანოს წინაშე სვამს საკითხს საწარმოს, ორგანიზაციისა და დაწესებულების ადგილობრივ დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ; ერთი თვის განმავლობაში დასაბუთებული უარის მიუღებლობის შემთხვევაში ატარებს მათ რეგისტრაციაში, როგორც მუნიციპალურ საწარმოს;
განკარგავს ქალაქის ბიუჯეტს; ქმნის არასაბიუჯეტო ფონდებს სხვადასხვა საქალაქო სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განსახორციელებლად;
განკარგავს მერიის სავალუტო ფონდს და სხვა ფონდებს ადგილობრივ და რესპუბლიკურ ბიუჯეტებს შორის შემოსავლების განაწილების ნორმატივების შეცვლამდე დამატებული ღირებულების გადასახადის 30 პროცენტს იტოვებს ადგილობრივ ბიუჯეტში;
შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით ქმნის სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების სამსახურს;
იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალური სასესხო ვალდებულებების ამსახველი ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და დადგენილი წესით ფულად-ნივთობრივი ლატარეის გათამაშების შესახებ;
იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში საწარმოებისათვის, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, მოკლევადიან და გრძელვადიან, როგორც სავალუტო, ისე სხვა სესხების გაცემის შესახებ;
კანონით დადგენილი წესით აფუძნებს მუნიციპალურ-კომერციულ ბანკს; იღებს გადაწყვეტილებებს მათ ხელთ არსებული ფინანსური რესურსების საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციათა დაფუძნებასა და საქმიანობაში აქციონირების საფუძველზე მონაწილეობის მიღების შესახებ;
კანონმდებლობის შესაბამისად დროებით სარგებლობაში გასცემს და განკარგავს მუნიციპალურ ქონებას;
ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით ახდენს ამორტიზირებული და ფიზიკურად მოძველებული ობიექტების უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასებში პრივატიზებას განსაზღვრული პირობებით;
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას მოსახლეობისა და სახალხო მეურნეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით ქალაქის ტეროტორიაზე წარმოებული პროდუქციის წილის განკარგვის თაობაზე;
იღებს გადაწყვეტილებას ქალაქის საწარმოების, ფირმებისა და კერძო პირების მიერ შემოტანილი საწვავის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაწესებული 10 პროცენტიანი ნატურით გადასახადის მერიის განკარგულებაში დატოვების შესახებ;
ამტკიცებს მერის მიერ დადებულ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმართავს საზღვარგარეთის ქალაქებთან და რეგიონებთან ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობებს მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს;
წყვეტს მუნიციპალურ მეურნეობაში უცხოური კაპიტალის დაბანდების საკითხებს; ქმნის წარმომადგენლობებს და საზღვრავს მათ სტატუსს;
საკონტრაქტო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ბიუჯეტის შესაძლებლობის ფარგლებში, განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთებს, იყენებს წახალისების სხვადასხვა ფორმებს;
ორგანიზაციას უწევს ქალაქის გენერალური გეგმისა და გარეუბნის ზონების დაგეგმარების პროექტების შემუშავებას. ამტკიცებს ქალაქის, მიკრორაიონებისა და ქალაქმშენებლობის სხვა კომპლექსების დეტალური დაგეგმარების, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის პროექტებს;
კონტროლს უწევს ქალაქის ტერიტორიაზე წარმოებული მშენებლობას;
ორგანიზაციას უწევს რესპუბლიკური და ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრებით საბინაო, კომუნალური, საგზაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობისა და სხვა ობიექტების მშენებლობის მიზნობრივ დაფინანსებას;
აკონტროლებს საცხოვრებელი სახლების, კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და საქალაქო დაქვემდებარების სხვა ობიექტების რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს;
იყენებს და განკარგავს მუნიციპალურ საკუთრებას, ხელს უწყობს ეკონომიკური რეფორმის განხორციელებასა და პრივატიზაციას; ნებას რთავს მუნიციპალური დაქვემდებარების საწარმოებს შექმნან უცხოურ და სხვა იურიდიულ ფირმებთან ერთობლივი საწარმოები. საქალაქო მეურნეობის სხვადასხვა დარგში თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით შევიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურაში, საინვესტიციო ფონდებში, საბანკო, სადაზღვევო კომპანიებში;
აწესებს კონტროლს ფასწარმოქმნის პროცესზე, იღებს ზომებს ყოველგვარი დამახინჯების, მუნიციპალური და ბაზარზე დომინირებული ფასების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ;
იღებს გადაწვეტილებას მუნიციპალური ქონების იჯარით და იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ;
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას ქალაქის ტერიტორიაზე არსებული არამუნიციპალური სახელმწიფო ქონების იჯარით და იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემის შესახებ;
დასაქმების არმქონე პირთა სოციალური დაცვის მიზნით ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან დასაქმების ერთიან რესპუბლიკურ ფონდში ჩასარიცხი თანხების 50 პროცენტს იტოვებს მერიის განკარგულებაში;
რეგისტრაციაში ატარებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებების წესდებებს;
უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას; აკრძალავს იმ ობიექტების მშენებლობას ან ექსპლუატაციას, რომელთა ეკოლოგიური უსაფრთხოებაც არ არის უზრუნველყოფილი;
აყალიბებს და ანაწილებს კუთვნილ საბინაო ფონდს; კონტროლს უწევს საბინაო ფონდისა და სხვა ნაგებობათა მდგომარეობას, მის სწორ ექსპლუატაციას;
ხელმძღვანელობს საქალაქო მეურნეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სამსახურებს, იღებს ზომებს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის;
აწესებს მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სექტორის საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობის რეგლამენტს;
ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ