მერიის სამსახურები და დეპარტამენტები წარმოადგენენ მმართველობითი ორგანოებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავენ სამეურნეო კომპლექსის სხვადასხვა დარგების საქმიანობას.
მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ ტერიტორიულ მმართველობით ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ტერიტორიაზე მერის და მერის კაბინეტის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
მერიის დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ მერის მოადგილეები.
მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი, მათ შორის ორმაგი დაქვემდებარების სამსახურის ხელმძღვანელებს სახელმწიფო მმართველობის შესაბამის რესპუბლიკურ უწყებასთან შეთანხმებით. მერიის გადაწყვეტილებებს ამტკიცებს მერის კაბინეტი.
შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მერთან შეთანხმებით.
მერიის სამსახურები, დეპარტამენტები და მუნიციპალიტეტები არიან იურიდიული პირები, აქვთ შესაბამისი სატიტულო ბლანკი, ბეჭედი და ანგარიში.
მერიის სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების მუშაობის ორგანიზაცია და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით.