სათათბიროს ყველა წევრის რეგისტრაციას, მათი წერილობითი განცხადების საფუძველზე ახორციელებს ქ. რუსთავის მერია, მერიის მიერ შესაბამისი ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სათათბიროს წევრებს რეგისტრაციაში ატარებს ქალაქის სათათბირო.
წარდგინებას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების სათათბიროში დელეგირების ან შეცვლის შესახებ აძლევენ შესაბამისი ორგანიზაციების ადგილობრივი ორგანოები.
წარმოება-დაწესებულების წარმომადგენელთა სათათბირო დელეგირების ან მათი შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კოლექტივის საერთო კრება. შრომითი კოლექტივები და სათათბიროში წარმომადგენელთა რაოდენობის კვოტას განსაზღვრავს ქალაქის მერია ამ კოლექტივში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სათათბიროს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ სხვადასხვა დარგობრივი სფეროს წარმომადგენლებ