სათათბირო თავის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს სათათბიროს მდივანს. მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სათათბიროს ყველა წევრს. მდივანი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სათათბიროს წევრთა სიობრივი რაოდენობის ნახევარზე მეტმა.
სათათბიროს მდივანი:
ორგანიზაციას უწევს სათათბიროს სხდომის მომზადებასა და მოწვევას;
სხდომამდე სამი დღით ადრე მაინც აუწყებს სათათბიროს წევრებს სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს, აგრეთვე სხდომის დღის წესრიგში შესატან სავარაუდო საკითხებს;
სათათბიროს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით უძღვება სათათბიროს სხდომას;
განაგებს სათათბიროს საქმის წარმოებას;
განიხილავს მოქალაქეთა წინადადებებს და განცხადებებს;
ასრულებს სათათბიროს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სათათბიროს მდივანი არის მერის კაბინეტის წევრი. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას იგი წყვეტს სხვა სამსახურებრივ საქმიანობას.
სათათბიროს მდივანი მერთან ერთად ხელს აწერს სათათბიროს გადაწყვეტილებებ