სათათბიროს კომპეტენციას განეკუთვნება:
სათათბიროს რეგლამენტის მიღება; მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ქ. რუსთავის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება;
ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება;
ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლებისა და ბაჟების დაწესება;
სათათბიროს წევრთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
სათათბიროს მდივნის არჩევა და გადარჩევა.
სათათბიროს თავმჯდომარის ან სათათბიროს გადაწყვეტილებით, სათათბიროს უფლება აქვს სხდომაზე განიხილოს სხვა საკითხებიც. ამ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შესაბამისი ორგანოსა და უწყებისათვის აქვს სარეკომენდაციო ძალა. სახელმწიფო ორგანო ან უწყება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებისას განიხილოს სათათბიროს რეკომენდაცია და მოისმინოს მისი არგუმენტებ