სათათბიროს თავმჯდომარეა ქ. რუსთავის მერი.
სათათბიროს თავმჯდომარე:
იწვევს და უძღვება სათათბიროს სხდომებს;
განსაზღვრავს სათათბიროს სხდომის მოწვევის დროსა და ადგილს, აგრეთვე სხდომის დღის წესრიგში შესატან სავარაუდო საკითხებს;
ხელს აწერს სათათბიროს გადაწყვეტილებებს;
უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში ვეტო დაადოს სათათბიროს გადაწყვეტილებას და ორი კვირის ვადაში დაუბრუნოს იგი სათათბიროს ხელმეორედ განსახილველად. საკითხის განმეორებით განხილვის შემდეგ სათათბიროს გადაწყვეტილება იძენს კანონიერ ძალას და მერი ვალდებულია ხელი მოაწეროს ამ გადაწყვეტილებას, თუ მას მხარს დაუჭერს სათათბიროს წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის ვ2/3, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად არ ჩაითვლება და მოიხსნება დღის წესრიგიდა