სათათბიროს პირველი სხდომა მოიწვევა სათათბიროს წევრთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან ერთი კვირის ვადაში.
სათათბიროს მორიგი სხდომები ტარდება ორ თვეში ერთხელ მაინც. სათათბიროს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სათათბიროს წევრთა ფაქტობრივი რაოდენობის ნახევარზე მეტი (ფაქტობრივ რაოდენობას შეადგენენ სათათბიროს ის წევრები, რომლებიც ამ დებულებით დადგენილ ვადაში გაივლიან რეგისტრაციას ქ. რუსთავის მერიაში).
სათათბიროს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ქალაქის მერს აქვს უპირატესი ხმის უფლება.
სათათბიროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მერის კაბინეტის ან სათათბიროს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა ტარდება მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.
სათათბიროს სხდომა ღიაა. სათათბიროს თავმჯდომარის ან სათათბიროს წევრთა ¼-ის წინადადებით სათათბიროს თავისი გადაწყვეტილებით შეუძლია მოიწვიოს სათათბიროს დახურული სხდომა.
როგორც ღია, ისე დახურულ სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრების უფლება აქვთ მერის კაბინეტის წევრებს, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის, მინისტრთა კაბინეტისა და მხარის სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებს.
სათათბიროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია, ფარული ან სახელობითი კენჭისყრით.
კენჭისყრის ფორმას განსაზღვრავს სათათბირო დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობი