თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სათათბირო იღებს
გადაწყვეტილებებს დადგენილების სახით. გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც სცილდება სათათბიროს კომპეტენციას, მიიღება რეკომენდაციის სახით.
სათათბიროს დადგენილების შეჩერების უფლება აქვს მერს ამ დებულების მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სათათბიროს დადგენილებებს აუქმებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, მინისტრთა კაბინეტი, აგრეთვე - სასამართლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშ