საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად:

ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;

იღებს ზომებს სახელმწიფო უშიშროებისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად;

ახორცილებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამას, ქმნის პირობებს ადგილობრივი მმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის;

შეიმუშავებს და წარუდგენს პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და ასრულებს დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტს;

განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სხვა დაქვემდებარებულ ორგანოთა ფუნქციებს, ამტკიცებს მათი საქმიანობის დებულებას, შენახვის ხარჯებს მმართველობის ორგანოების შესახებ ასიგნებათა ფარგლებში, კონტროლსა და კოორდინაციას უწვეს მათ საქმიანობას;

უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებისა და საკუთარი ნორმატიული გადაწყვეტილებების შესრულება