საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
განაგებს სახელმწიფო ქონებას, ქმნის საკუთრების ყველა ფორმის განვითარებისათვის შესაფერის პირობებს;
ეკონომიკური და სამართლებრივი საშუალებებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე აწესრიგებს მეურნეობის ყველა დარგისა და საკუთრების სუბიექტების საქმიანობას;
აწესებს ეროვნული შემოსავლის გამოყენებისა და მეურნეობის განვითარების რაციონალურ პროცესებს, შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს;
ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ფულის მიმოქცევისა და კრედიტის სფეროში;
შეიმუშავებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტს, ადგენს ფასწარმოქმნის წესს;
ახორციელებს შრომის ანაზღაურების საერთო პოლიტიკას;
ორგანიზაციას უწევს და არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობებს; აწესებს კვოტებს და საბაჟო გადასახადს, წარმართავს საბაჟო სამსახურს;
განაგებს რესპუბლიკის ბუნებრივ რესურსებს, აწესებს ბუნებათსარგებლობის ლიმიტებსა და ნორმატივებ