საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:

იღებს ზომებს მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისათვის;

ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მიერ კანონმდებლობის შესრულებისადმი, განსაზღვრავს მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს;

ზრუნავს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში სამართლებრივი რეგულირების სრულყოფისათვის;

იღებს ზომებს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაჩეროს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტების მოქმედება, გააუქმოს სამინისტროებისა და თავისი სხვა საქვეუწყებო ორგანოების კანონსაწინააღმდეგო აქტებ