საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ზრუნავს ქვეყნის საკუთრების დაცვისა და გამრავლებისათვის, ხელს უწყობს საკუთრების ყველა ფორმის განვითარებას და უზრუნველყოფს მათს თანასწორუფლებიანობას;

ახორციელებს ეროვნული უშიშროების პოლიტიკას, უზრუნველყოფს რესპუბლიკის თავდაცვას;

წარმართავს ეკონომიკურ რეფორმას საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;

ახორციელებს მეცნიერულ-ტექნიკურ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებას;

შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს, სოციალურ-კულტურული განვითარების კონცეფციებსა და პროგრამებს, ატარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკას;

ახორციელებს ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების ღონისძიებებს, ხელს უწყობს მედიცინის სამეცნიერო და პრაქტიკული დარგების განვითარებას;

ხელს უწყობს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარებას, საფინანსო და საბანკო სისტემის განმტკიცებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან;

უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას;

უზრუნველყოფს კანონების განმტკიცებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეთა უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვას;

ახორციელებს საგარეო პოლიტიკას თავისი კომპეტენციის შესაბამისად;

წარმართავს ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას, ხელს უწყობს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დამოუკიდებლობის გაფართოებას;

ხელს უწყობს ერთიანი აღრიცხვის, სტატისტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ორგანიზაციის ღონისძიებათა განხორციელება