საქართველოს რესპუბლიკაში აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ყველა საკითხი, რომელიც არ შედის საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაში.

მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩარევა დაუშვებელია გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების