1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. 2026 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე ფულადი ჯილდო და დანამატები გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების ფულადი ჯილდოს და დანამატის ფონდები საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებას.