2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით;
3. არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობის 1%-ს აღემატება და 5 ერთეულზე მეტია;
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფულადი ჯილდოს წლიური ფონდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრული მოცულობის ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმები