2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით;
3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა აღემატება შტატით გათვალისწინებულ ფაქტიურად დასაქმებულთა რიცხოვნობის 1%-ს, ხოლო იმ ორგანიზაციებში სადაც საშტატო რიცხოვნობის 1% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, შეთანხმებას საჭიროებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა, რომელიც 5 ერთეულზე მეტია;
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფულადი ჯილდოს წლიური ფონდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრული მოცულობის ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმები