2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით;
3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა აღემატება შტატით გათვალისწინებულ ფაქტიურად დასაქმებულთა რიცხოვნობის 1%-ს, ხოლო იმ ორგანიზაციებში სადაც საშტატო რიცხოვნობის 1% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, შეთანხმებას საჭიროებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა, რომელიც 5 ერთეულზე მეტია;
4. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა, შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფულადი ჯილდოს წლიური ფონდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-