ქალაქ რუსთავის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოა მერია, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალაქის მერი.

ქალაქის ტერიტორიაზე მერია წარმართავს ადმინისტრაციულ, საფინანსო, სამეურნეო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ საქმიანობას.

მერიის სტრუქტურას შეიმუშავებს მერი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით, რის შემდეგაც მას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. მერია შედგება მერის, მერის კაბინეტის, მერიის აპარატის, მერიის სამსახურების, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტებისაგა