1. შეიქმნას რუსთავის საქალაქო სასამართლო.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 13 მოსამართლით.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 5 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომლებიც უფლებამოსილებას განახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტშ