1. შეიქმნას მცხეთის რაიონული სასამართლო.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

ა)  სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 9 მოსამართლით.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 1 მოსამართლით;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით;

გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 2 მოსამართლით.

6. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 4 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ახალგორის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტში;

გ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს თიანეთის მუნიციპალიტეტში;

დ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტშ