1. შეიქმნას გურჯაანის რაიონული სასამართლო.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.
4. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:
ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში;
ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტშ